13.12.2024 | 00:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
NDI - განათლების დაბალი ხარისხი და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები, განათლების სისტემის მთავარ გამოწვევებად დასახელდა

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, განათლების დაბალი ხარისხი და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები, განათლების სისტემის მთავარ გამოწვევებად დასახელდა.

კითხვაზე: რა არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა? - გამოკითხულთა 31 % - ამბობს, რომ განათლების დაბალი ხარისხია; 30%-სთვის - ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები; 23%-სთვის უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური; 21% - მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია; 13%- მაღალი ფასი სასწავლო მასალებზე/წიგნებზე; 15%- მასწავლებლების/ლექტორების დაბალი ხელფასი; 12%- რეპეტიტორების მაღალი საფასური.

ამავე კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობას განათლების დაბალი ხარისხი და მასწავლებლების/ ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია განსაკუთრებით აწუხებს.

ცნობისთვის, ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

დღის გადაცემები