22.09.2024 | 05:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
The Guardian - ახალი ზელანდია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც აკრძალა მოწევა მომავალი თაობისთვის -

ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს მოწევას მომავალი თაობისთვის. ამის შესახებ The Guardian წერს.

ქვეყანა თამბაქოს ნაწარმს 2009 წლის 1-ელ იანვარს ან უფრო გვიან დაბადებულებს არ მიჰყიდის. შესაბამისი კანონი ძალაში 2023 წელს შევა. ამასთან, აღნიშნულია, რომ ვაიპის გაყიდვა არ შეიზღუდება.

"გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ახალგაზრდები არ დაიწყებენ მოწევას. ამიტომ ჩვენ დანაშაულად მივიჩნევთ თამბაქოს ნაწარმის გაყიდვას ან მიწოდებას მომავალი თაობის ახალგაზრდებისთვის. ადამიანები, რომლებიც ახლა 14 წლის არიან, ვერასოდეს შეძლებენ თამბაქოს ლეგალურად ყიდვას კანონის ძალაში შესვლის შემდეგ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, აიშა ვერალმა.

დღის გადაცემები