23.09.2024 | 03:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Wizz Air-ის განცხადებით, მოლდოვის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, კიშინიოვში ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადებით, 14 მარტიდან კიშინიოვში, მოლდოვის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, ფრენებს შეაჩერებს.

განცხადებაში, ავიაკომპანიამ აღნიშნა, რომ მოლდოვას საჰაერო სივრცეში ფრენების შეჩერების შესახებ მიიღო "რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო" გადაწყვეტილება, რაც "მაღალი, მაგრამ არა გარდაუვალი" რისკის შედეგადაა გამოწვეული.

"მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება Wizz Air-ის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება. ბოლო დროს მოლდოვაში განვითარებული მოვლენებისა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში მაღალი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის შედეგად, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, 14 მარტიდან შეაჩეროს ყველა ფრენა კიშინიოვში", - აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

დღის გადაცემები