21.09.2024 | 10:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, - ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "კანბერას 2018 წლის გადაწყვეტილებამ ძირი გამოუთხარა მშვიდობას და ავსტრალია სხვა ერთა გზასა და ნაბიჯებს ჩამოაშორა".

პენი ვონგი დასძენს, რომ ავსტრალია რჩება ისრაელის "ერთგულ მეგობრად". მისივე თქმით, ქვეყნის საელჩო თელ-ავივში მუშაობას გააგრძელებს.

დღის გადაცემები