13.12.2024 | 08:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აზარტულ თამაშებზე შეზღუდვა ერთ მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება [ვიდეო]

აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტი, რომელიც არაერთი მოთხოვნისა და ლუდომანიის მძიმე შედეგების მიუხედავად საქართველოს მთავრობამ, მისთვის მომგებიანი მომენტის გარდა, განხილვაში არ მიიღო. გვიან,მაგრამ მაინც, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო, თუმცა მსჯელობა კამათის ფონზე წარიმართა. ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე გაზრდა, მომატებული გადასახადი და რეკლამირების აკრძალვა - ეს ინიციატივის ძირითადი მიმართულებებია. აზარტულ თამაშებზე შეზღუდვა ერთ მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება. საკანონმდებლო პაკეტი ვრცელია. აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. შემოდის ახალი სახის ჯარიმები. კანონით გათვალისწინებული ფულადი სანქციის ოდენობა კი იზრდება. 

დღის გადაცემები