13.12.2024 | 08:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ამნისტიის შესახებ კანონპროექტის რეგისტრაციის თარიღი ისევ გაურკვეველია [ვიდეო]

ისევ გაურკვეველია, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის რეგისტრაციის თარიღი. საკითხი, ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემას წარმოადგენს. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების ამნისტიციაზე, ჯერაც ვერ თანხმდებიან. კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეაფასა.

„მე, როგორც შს მინისტრი ამნისტიას, ალბათ, წინააღმდეგობას გავუწევდი. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩართული იყვნენ ევროპის პოლიტიკოსები, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ მიეღოთ ამნისტია. მე არ ვთვლი, რომ ეს უსამართლოა. რა თქმა უნდა, პოლიციელებსაც ეხება. არა იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე ვიცავ პოლიციელებს, არამედ, იქედან გამომდინარე, რომ ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს წაყენებული, თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს მუხლი (ამნისტია), უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?-აღნიშნა მინისტრმა.

დღის გადაცემები