13.12.2024 | 08:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს [ვიდეო]

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დღეს რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. საკომიტეტო მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უკვე გაიმართა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იქ, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონის გაფართოების შესაძლებლობა გაჩნდება, გამოყენებული იქნება განსხვავებული ინსტრუმენტებიც და რიგ შემთხვევაში, პატიმარი სრულად კი არ გათავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, არამედ გაუნახევრდება ან მეოთხედით შეუმცირდება სასჯელი, რაც მიხეილ სარჯველაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისზეც გავრცელდება ამნისტია.

დღის გადაცემები