19.09.2024 | 19:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ანალენა ბერბოკი - უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს ევროპული სახელმწიფოების უშუალო ჩართვას კონფლიქტში

უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში ნატოს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ. ეს ნიშნავს ევროპული სახელმწიფოების უშუალო ჩართვას კონფლიქტში - განაცხადა  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც ნატოს წევრ სახელმწიფოებს „მწვანე შუქი“ აუნთო, რათა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ. 

„უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში ნატოს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ. ეს ნიშნავს ევროპული სახელმწიფოების უშუალო ჩართვას კონფლიქტში. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ უკრაინელი ხალხის დაცვაზე ამ საშინელი ომის დროს, მაგრამ ჩვენ ასევე პასუხისმგებლები ვართ მილიონობით ევროპელზე“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა ARD-ის ეთერში.

დღის გადაცემები