19.09.2024 | 19:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არაღიარებული სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად რეფერენდუმის გამართვას გეგმავს [ვიდეო]

არაღიარებული სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად რეფერენდუმის გამართვას გეგმავს. ხალხს აზრს ორ საკითხთან დაკავშირებით ჰკითხავენ. პირველი სურთ თუ არა რუსეთთან მიერთება და მეორე, სურთ თუ არა ჩრდილო ოსეთთან გაერთიანება.  ე.წ პრეზიდენტი ირწმუნება,  რომ  იდეას მხარდამჭერები მოსკოვშიც ჰყავს.  ბიბილოვი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების თანხმობაზე საუბრობს. 

საკითხთან დაკავშირებით პოზიციაც ორად გაიყო თბილისში.  ქართველი ექსპერტების ნაწილის აზრით  ბიბილოვს ახლა საკუთარი თავი გასჭირვებია და  დაბალი რეიტინგის გამო ამომრჩეველთა გულის მოგებას ე.წ რეფერენდუმის გამართვით ცდილობს.  პოლიტოლოგთა მეორე ნაწილი კი ბიბილოვის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციის პასუხს უწოდებს.

დღის გადაცემები