20.04.2024 | 07:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
არახამია, იასკო, გონჩარენკო - ზელენსკიმ 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი რადას 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა. მათ შორის არიან დეპუტატები დავით არახამია, ლიზა იასკო და ოლექსი გონჩარენკო. ამის შესახებ ინფორმაციას "უნიანი" ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, პასპორტების გაუქმება იმ დეპუტატებს შეეხო, რომლებმაც "საზღვარგარეთ ოფიციალური მივლინებების შემდეგ დოკუმენტები საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გადასცეს".

"უახლოეს მომავალში იმ დეპუტატებს, რომლებმაც ოფიციალური მივლინებების შემდეგ პასპორტები საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ჩააბარეს, პასპორტები გაუუქმდება. ამბობენ, რომ ზელენსკი ძალიან გაბრაზებულია იმ ფაქტით, რომ დეპუტატები ომის დროს საზღვარგარეთ დასეირნობენ", - წერია ტელეგრამ არხის, "УП. Off the record"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზღვარგარეთ ზოგიერთი დეპუტატის ვიზიტს სკანდალი მოჰყვა. პარტია "ხალხის მსახურის" წევრი ნიკოლაი ტიშენკო ჩეხეთში საქველმოქმედო ვახშამზე დააფიქსირეს, რასაც სოციალურ ქსელებში კრიტიკის ტალღა მოჰყვა.

დღის გადაცემები