19.09.2024 | 19:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში [ვიდეო]

არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში. სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. თავდაპირველად 500-მდე ადამიანი ქალაქის ცენტრში შეიკრიბა და კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობა, აფხაზეთში არსებული ენერგეტიკული კრიზისი და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ოპონენტთა დევნა  გააპროტესტა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ეგრეთწოდებულ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოუწოდეს რომ მიტინგის მსვლელობისას აფხაზეთის ტერიტორია არ დაეტოვებინა ადგილზე ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმაც. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პიროტექნიკური საშუალებები გამოიყენეს.

დღის გადაცემები