22.09.2024 | 06:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არსებული ინფორმაციით, სპორტულ ცენტრ "იმედში" ათობით ბავშვი და 2 მწვრთნელი მოიწამლა

არსებული ინფორმაციით, სპორტულ ცენტრ "იმედში" ათობით ბავშვი და 2 მწვრთნელი, სავარაუდოდ, ქლორის გადაჭარბებული რაოდენობით მოიწამლა. მშობლები პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვენ.

"50 ბავშვია მოწამლული, ასევე ორი მწვრთნელი. ადმინისტრაცია არაფერს გვეუბნება. არსებობს ვიდეოები, რომელიც ადასტურებს, რომ ბავშვების აუზში ყოფნის დროს ადმინისტრატორი აუზის სივრცეში შედის და შიგნით ქლორს ყრის", - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ,,ტვ პირველთან” საუბრისას.

"ბავშვებმა და მწვრთნელებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. მერია ყველაფრის საქმის კურსშია და მაინც არანაირი რეაგირება არ მოხდა", -განაცხადა ერთ-ერთმა მწვრთნელმა.

ბრალდებას სპორტული ცენტრის ადმინისტრაციამ უპასუხა. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, წყლის ქიმიური დამუშავება მხოლოდ ცარიელ აუზში ხდება და გამოიყენება ესპანური წარმოების (მწარმოებელი DIASA) ქლორი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია გააჩნია. მათი ინფორმაციით, სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრები, სადაც ასახულია ადმინისტრაციის თანამშრომლის მიერ მოცურავე ბავშვებით დატვირთულ საცურაო აუზში სადეზინფექციო საშუალების გამოყენების პროცესი სიმართლეს არ ასახავს და გავრცელებული ვიდეოკადრები გადაღებულია ზაფხულის პერიოდში, სადაც რეალურად აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცესია ასახული. მათივე განმარტებით, პერსონალს, რომელიც ჩანს კადრებში, ხელში სინჯარა უჭირავს და წყლით ავსებს.

დღის გადაცემები