22.09.2024 | 00:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქზე - "დიდი მოთმინების ბოლოს ღმერთისგან უზომოდ დიდი მადლი მიიღო. 45 წელი ასე მართავს საქართველოს ეკლესიას"

მან იმდენი მოთმინება გასწია, რაც არავის გაუწევია. ამიტომაც, ღმერთმა ძალიან დიდი მადლი მისცა, - ამის შესახებ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პირველად უწმინდეს ილია მეორეს შეხვდა, მიხვდა, რომ იგი განსაკუთრებული ადამიანია. არქიმანდრიტის განმარტებით, პატრიარქმა ბევრი დაითმინა, რის გამოც ღმერთისგან უზომოდ დიდი მადლი მიიღო. მან საუბრისას იოსებ ისიხასტის სიტყვები მოიშველია, რომ ძალაგამომცლელი მოთმინების ბოლოს გამოჩნდება-ხოლმე უფლის მადლი აშკარად და პატრიარქის შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს საქმე.

"დიდი მოთმინების ბოლოს ღმერთისგან უზომოდ დიდი მადლი მიიღო. 45 წელი ასე მართავს საქართველოს ეკლესიას. მან იმდენი მოთმინება გასწია, რაც არავის გაუწევია. ამიტომაც, ღმერთმა ძალიან დიდი მადლი მისცა. სხვებიც ამბობენ და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთის ნამდვილი მონაა. ღმერთის კაცია! სხვებისგანაც მესმის, რომ გამოცხადებები აქვს, ღმერთისგან უწყებები და ის რაც შევამჩნიე კიდევ - მის ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს" - განაცხადა მამა ეფრემმა

დღის გადაცემები