13.12.2024 | 08:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არჩევნები 2021 - პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს [ვიდეო]

საკანონმდებლო ორგანოში  საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე    ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა მიმდინარეობს.  დახურულ კარს მიღმა   მხარეები საარჩევნო სისტემის საკითხზე უკვე  სამ საათზე მეტია რაც მსჯელობენ. როგორც  აუდიენციის დაწყების წინ  არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი მოთხოვნაა  რომ 2021 წლის   ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდეს. თუმცა ამ პოზიციას არ იზიარებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. მესამე სექტორს შენიშვნები აქვს  საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებითაც. მათი თქმით კომისიების მხოლოდ პროფესიული ნიშნით დაკომპელექტება არაერთ კითხვის ნიშანს დატოვებს.  საარჩევნო  სისტემის რეფორმაზე მომუშავე  საპარლამენტო ჯგუფმა მუშაობა 1 მარტამდე უნდა დაასრულოს, ცვლილებათა პაკეტი კი ქართულმა ოცნებამ სწორედ  ამ ვადებში უნდა წარადგინოს.

დღის გადაცემები