13.12.2024 | 08:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციათა ევროპული ქსელის ანალიტიკოსებმა არჩევნების შედეგები შეაფასეს [ვიდეო]

არჩევნებზე დამკვირვებელთა ევროპულმა ქსელმა 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პირველადი ანგარიში წარადგინა. ანგარიშში საუბარია საარჩევნო გარემოსა და დარღვევებზე, რომლებიც ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირდა.

სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არ არის რეკომენდებული პრაქტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცვლილებები არსებითი ხასიათისაა, - ამის შესახებ არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციათა ევროპული ქსელის (ENEMO) სამართლებრივმა ანალიტიკოსმა კრისტინა ჩებესმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სამართლებრივი ჩარჩოს არსებითი ცვლილება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ნეგატიურად მოქმედებს სამართლის სტაბილურობაზე და ამავე დროს, დამატებით ტვირთს აკისრებს არჩევნების მართვის ორგანოებს. შესაბამისად, კრისტინა ჩებესი მიიჩნევს, რომ სამართლებრიოვი ჩარჩოს კვლავ გაუმჯობესება ყოვლისმომცველი რეფორმით უნდა მოხდეს.

დღის გადაცემები