13.12.2024 | 08:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო პროცედურებში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვამუშავებთ

საკანონმდებლო ორგანოში, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შენიშვნები აქვთ მესამე სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სამუშაო პროცესებში.

 როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანი ცვლილებები მუშავდება საარჩევნო პროცედურებსა და ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით.

ეს არის ეუთო-ს რეკომენდაციების განხორციელების მიზნით შემუშავებული პაკეტი, სადაც მთელი მნიშვნელოვანი რეფორმებია გათვალისწინებული.

"დავნერგეთ არსებითად პროპორციული სისტემა არჩევნებისთვის და სრულად პროპორციული სისტემა 2024 წლიდან. ჩვენ შევცვალეთ პარტიების დაფინანსების მოდელი, რაც ასევე ფუნდამეტური ცვლილებაა და დადებითად იყო შეფასებული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ცვლილებებს ვამუშავებთ საარჩევნო პროცედურებში და ხმის მიცემის პროცესში შემოგვაქვს გადათვლის მექანიზმი, როგორც ერთ-ერთი მყარი გარანტია, რომ ყველა კითხვაზე დაუყოვნებლივ იყოს პასუხები გაცემული",-აცხადებს თალაკვაძე.

დღის გადაცემები