19.09.2024 | 19:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა [ვიდეო]

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა დაიკავებს. არჩილ თალაკვაძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მედიას და საზოგადოებას, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ამცნო. მმართველ გუნდში მოულოდნელი ცვლილება ზედაპირულად ახსნეს და თქვეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში როტაციის საჭიროებაა.

 ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება ნათელი დასტურია, იმისა რომ პარლამენტმა პოლიტიკური ორგანოს ფუნქცია დაკარგა.

"პატრიოტთან ალიანსში" მიიჩენევენ, რომ პოლიტიკური პროცესები მოხლოდ ერთი ადაიმიანის მიერ არის მართული და საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარეგისტრილებელ ორგანოდ იქცა. "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, მხოლოდ კადრების ცვლილება ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს.

 არჩილ თალაკვაძის გადადგომას მმართველ გუნდში არსებულ ფარულ დაპირისპირებას უკავშირებს ნიკა ჩიტაძე. პოლიტიკური ექსპერტი მიიჩნევს, რომ მას გადადგომა გუნდის წევრებმა მოლპარაკებების პროცესში აზრთა სხვადასხვაობის გამო აიძულეს. ნიკა ჩიტაძე მომავალში მმართველი გუნდისგან გარკვეული სახის სიუპრიზებსაც არ გამორიცხავს.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა პოლიტიკური ექსპერტების გარკვეული ნაწილისთვის. ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არჩილ თალაკვაძის გადადგომას არანაირი წინაპირობა არ ქონია, პირიქით ის მოლაპარალებების წარმატებით დასრულებას ყოფილ სპიკერს უკავშირებს.

გია ხუხაშვილის განმარტებით, კადრების ცვლილება სისტემის ცვლილებას ნიშნავს, რადგან მთელი ამ გადაადგილების უკან ის მხოლოდ ერთ ადამიანს ხედავს.

დღის გადაცემები