19.09.2024 | 19:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არც ბრალდებულები და არც დაკავებულები - სუსი სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე კვლავ საუბრობს [ვიდეო]

არც ბრალდებულები და არც დაკავებულები. ერთი კვირის შემდეგ,  სუსი სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე კვლავ საუბრობს. მხოლოდ ინფორმაციული სახის განცხადებები და არანაირი მტკიცებულებები. უწყება დესტაბილიზაციის პროვოცირებაში რადიკალურ ოპოზიციას ადანაშაულებს და მათ სავარაუდო გეგმებს ასაჯაროვებს. ფაქტთან დაკავშირებით საუბრობენ საკანონმდებლო ორგანოშიც.

სახელისუფლებო გუნდის წევრები სუსის მუშაობას დადებითად აფასებენ, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ოპოზიციაში და უწყებას ჭორბიუროდ მოიხსენიებენ.

მორიგ ტყუილად  და  საზოგადოებაზე მანიპულირებად თვლიან სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის ასეთ განცადებას ანალიტიკოსები. სპეციალისტები უწყებას ნდობის მოსაპოვებლად მტკიცებულებების გასაჯარვებისაკენ მოუწოდებენ.

დღის გადაცემები