19.09.2024 | 19:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აფგან მუხთარლი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა [ვიდეო]

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მისი თქმით,  დეტალურად აღწერს ვინ, სად და ვისი დახმარებით გაიტაცა. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ, აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,გამოკითხვის შუამდგომლობით, ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს, 2020 წლის 24 მარტს მიმართა. ჟურნალისტი  გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით  მიმდინარეობს.

დღის გადაცემები