19.09.2024 | 15:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - "ვალდებულები ვიყავით, ამ თავდასხმებზე პასუხი გაგვეცა" [ვიდეო]

სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიშით აშშ ნათლად მიანიშნებს ყველას, რომ ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განუცხადა.


მისივე თქმით, ყველასათვის, მათ შორის ირანისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ამერიკელების, მათი პარტნიორებისა და ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას უპასუხოდ არ დავტოვებთ.


აშშ-მ სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიში განახორციელა. ავიაიერიშის შედეგად, განადგურებულია პროირანული დაჯგუფებების რამდენიმე ობიექტი.


„რაც შეეხება სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშს, ბოლო 10 დღის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლიც მოყვა. ვალდებულები ვიყავით, ამ თავდასხმებზე პასუხი გაგვეცა“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

დღის გადაცემები