13.12.2024 | 08:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული გზავნილი [ვიდეო]

საქართველოში  ბოლო პერიოდში გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. 

"შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმადაა შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს გამოიყენონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი მოქმედება ან რიტორიკა, რომელსაც დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობის გამოწვევა შეუძლია", ნათქვამია განცხადებაში.

ანალოგიური განცხადება გაავრცელეს ევროკავშირმა და  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმაც.

„როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისს. საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოვუწოდებ, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით სასწრაფოდ იმოქმედონ ამ კრიზისისა და მათ შორის არსებული არსებითი უთანხმოების მოგვარების მიზნით. მჯერა, საქართველოში ჯანსაღი დემოკრატია ერის უზარმაზარი პოტენციალის განმუხტვის ერთადერთი გზაა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის გადაცემები