01.05.2024 | 15:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზის გარკვეულ მონაკვეთზე 29 ივნისიდან მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 ივნისიდან აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე ბზარები, ძლიერი ქვისცვენა და მარჯვენა ფერდის ჩამოშლა აღინიშნება.

აღნიშნულ მონაკვეთზე ცუდი ხილვადობის გამო, 29 ივნისიდან ყოველდღე, 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანპორტის გადაადგილება თავისუფალია",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები