22.09.2024 | 08:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აჭარაში კანონდარღვევით მოწყობილი სავალუტო პუნქტები გამოავლინეს - ჯამში 550 000 ლარის ოდენობის ექვივალენტის უცხოური ვალუტა ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ცხრა ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ათი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში 550 000 ლარის ოდენობის ექვივალენტის უცხოური ვალუტა ამოიღეს. აღნიშნული სახის დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით" -აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები