27.04.2024 | 07:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, სასწავლო ტრენინგები და პროგრამები განხორციელდება

ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, სასწავლო ტრენინგები და პროგრამები განხორციელდება. ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო "World Vision"-თან ერთობლივ პროექტს იწყებს.

„თანამშრომლობის ფარგლებში, ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები გატარდება. დაინერგება მათი გაძლიერებისთვის საჭირო ტრენინგ მოდულები. სასწავლო აქტივობები ახალგაზრდებს შესაბამისი ცოდნის მიღებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ და "World Vision"-ის პროგრამების დირექტორმა, ეკატერინე გურგენაძემ მოაწერეს ხელი",- აღნიშნავენ უწყებაში.

დღის გადაცემები