18.04.2024 | 18:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბათუმმა ტურიზმის "ოსკარი" მოიპოვა

World Travel Awards- ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა.

აჭარის მთავრობის ცნობით, კუნძულ მალიორკაზე, ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის "World Travel Awards"-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი.

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძენ ტურიზმის "ოსკარის" ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმმა ისეთ მნიშვნელოვან კონკურენტებზე მოიპოვა გამარჯვება, როგორებიცაა მატერა (იტალია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), სოფია (ბულგარეთი), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვენია), ბრატისლავა (სლოვაკეთი), ბრასოვი და სიბიუ (რუმინეთი)",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები