13.12.2024 | 08:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დაიწყო [ვიდეო]

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დაიწყო. დღეს მხარეები მოსამართლეს მტკიცებულებებს წარუდგენენ. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გირაოთი ითხოვს. საქმეზე დაკავებულია ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული მუშები - მამა-შვილი სურმანიძეები. როგორც სურმანიძეების ადვოკატმა განმარტა, ექსპერტის დასკვნით, კორპუსი ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ​ გამოიწვია, თუმცა პასუხისმგებელი მხოლოდ მეპატრონეა. სურმანიძეების ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მეპატრონის მითითებით მიმდინარეობდა. სასამართლოსთან იმყოფებიან გარდაცვლილების ოჯახის წევრებიც. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. 8 ოქტომბერს, ბათუმში, კორპუსის ნგრევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 - არასრულწლოვანი.

დღის გადაცემები