22.09.2024 | 06:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, ხიმშიაშვილის, კობალაძისა და ე.წ ჭაობის დასახლებაში ქუჩები დაიტბორა. მოქალაქეების განცხადებით, მათ როგორც ქვეითად, ასევე ავტომობილით გადაადგილება უჭირთ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სანიაღვრე არხების გაჭედვის გამო, ქალაქის რამდენიმე ქუჩა პარალიზებულია.

"მივმართავთ შესაბამის სამსახურებს, რათა დროულად გაწმინდონ არხები და მიხედონ ქალაქს" - აცხადებენ მოქალაქეები.

დღის გადაცემები