13.12.2024 | 08:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ბორჯომის" თანამშრომლებმა ქარხნების პიკეტირება დაიწყეს

"IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს ქარხნების შესასვლელები სრულად აქვთ გადაკეტილი.

შეგახსენებთ, IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% რუსულ "ალფა-ჯგუფს" ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. იგი უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა, "IDS Borjomi Georgia"-ს კი, ფინანსური პრობლემები შეექმნა, რამაც საქართველოში წარმოების დროებით შეჩერება გამოიწვია. ქარხნის მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 50-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.

გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, კომპანიის ადმინისტრაცია, პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით, აპირებს "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოყვანილი ადამიანებით და მათთვის სამ-ოთხჯერ მეტი ხელფასის გადახდას.

მათი თქმით, ბორჯომის ქარხნების შესასვლელების სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი პიკეტირება ხელფასების დარიცხვამდე გაგრძელდება.

გაფიცულები განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას, როგორც კომპანიას, ასევე მთავრობას აკისრებენ, რადგან, მათი მტკიცებით, შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის "ხელისუფლების მხრიდან არაფერი გაკეთებულა".

დღის გადაცემები