21.09.2024 | 14:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბორჯომის მერია: "წაღვერი-ტიმოთესუბანი-ტაძარის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს"

წაღვერი-ტიმოთესუბანი-ტაძარის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად განხორციელდება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა. მოხდება გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოწყობა. ასევე, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების მოწყობა და შემოფარგვლა.

"განახლებული გზა უზრუნველყოფს კურორტ წაღვერიდან სოფელ ტიმოთესუბნამდე განახლებული და კომფორტული გზით მგზავრობას. გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები. ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამსვენებლებისთვის და ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.8 მლნ, ლარით ფინანსდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები