13.12.2024 | 09:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბრძოლა სააკაშვილის მეთოდებით - რატომ სჭირდება პროკურატურას "TV პირველში" შესვლა [ვიდეო]

"TV პირველში"  პროკურატურის წარმომადგენლებს ელიან. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც ძალოვან სტურქტურას მიეცა უფლება, სასამართლო დადგენილების საფუძველზე, შევიდეს ტელევიზიაში და პროპორციული ძალა გამოიყენოს იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტები საგამოძებო უწყებას არ მიაწვდიან მასალებს. შოთაძის  უწყება იმედს იტოვებს, რომ  ტელეკომპანია ითანამშრომლებს გამოძიებასთან და გადასცემს მათ ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს. ამასთან, როგორც პროკურატურა განმატავს, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი.

 

პროკურატურის განცხადებას "TV პირველში" საგანგებო ბიფინგი მოჰყვა. სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი არ აპირებენ პრემიერ-მინისტრს მიმართონ თხოვნით რადგან მიაჩნიათ, რომ ის ახალგაზრდებზე მოძალადეა. ამიტომ ტელევიზიის წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს შეაჩერონ მედიაზე ზეწოლა, რადგან ფიქრობენ, რომ მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება.

 

პროკურატურის განცხადებას დღეს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით  სასამართლოს განჩინება, რომელიც ტელეკომპანია "TV პირველში" მასალების ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს. 

 

"TV პირველში" მიმდინარე პროცესებს "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ეხმაურება. ირმა ინაშვილი იხსენებს რა რთული ეტაპები განვლო ქართულმა ჟურნალისტიკამ. ხელისუფლებას ურჩევს გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ არცერთ ხელისუფლებას არ მოუტანა კარგი შედეგი, სხვადასხვა ტელევიზიების შენობაში ძალოვანი სტრუქტურების შეჭრამ.

 

"TV პირველში" შესვლის შესაძლო ფაქტს დღეს საკანონმდებლო ორგანოში გამოეხმაურნენ. მიაჩნიათ რომ მედიამ ჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა იმუშაოს გამოძიებასთან და მხოლოდ ასეთ ვითარებაში შესაძლოა დადგინდეს სიმართლე. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულნი არიან, რომ ტელევიზიის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ პროკურატურასთან.

დღის გადაცემები