21.09.2024 | 21:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს

ბულგარეთში სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაშინ როცა თურქეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ დამნაშავეები ქურთი სეპარატისტები არიან.

ბულგარეთში დაკავებულებს ბრალად ედებათ დამნაშავეთა დახმარება ლოგისტიკისა და კომუნიკაციების საკითხებში. ბულგარეთის მთავარი პროკურორის ივან გეშევის განცხადებით, დაკავებულებს შორის არის მოლდოვის სამი მოქალაქე, ასევე მამაკაცი და ქალი - სირიელი ქურთები.

მათი ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთმა უკვე მიმართა ბულგარეთს.

აფეთქება სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 81 ადამიანი.

დღის გადაცემები