13.12.2024 | 02:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო სივრცეში პირბადის გამოყენების ვალდებულება არ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო სივრცეში პირბადის გამოყენების ვალდებულება არ ექნებათ.

როგორც გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აპლიკანტს შეუძლია პირბადე სურვილისამებრ გამოიყენოს.

"რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებს, ქვეყანაში პირბადის ტარება აღარ არის სავალდებულო, შესაბამისად, არც ამ შემთხვევაში იქნება სავალდებულო. სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტს შეუძლია პირბადე თან იქონიოს, ისევე როგორც წყალი პლასტმასის ბოთლით, ასევე შესაბამისი პარამეტრების გელიანი კალამი", - აღნიშნავს გორგოძე.

ცნობისთვის, რომ 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. 2022 წლის გამოცდებისათვის სულ რეგისტრირებულია 90 000-მდე გამოსაცდელი, მათ შორის, 41000-ზე მეტი აბიტურიენტი, 2500-ზე მეტი სტუდენტი, 9500-ზე მეტი მაგისტრანტი, 34500-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

დღის გადაცემები