13.12.2024 | 08:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გახანგრძლივებული შეზღუდვები და უკმაყოფილო მოსახლეობა [ვიდეო]

საქართველოს მასშტაბით პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები 1 მარტამდე გახანგრძლივდა.  გადაწყვეტილება ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს  სხდომაზე იქნა მიღებული. 

 

ბიზნეს სექტორის ბედი, რომელსაც შეზღუდვების მეორე ტალღამ ყველა სასუნთქი ორგანო გადაუკეტა, დღეს გამოცხადებულმა ინფორმაციამ საბოლოოდ გადაწყვიტა.

 

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრის და დაპირების მიუხედავად, რომ გადაწყვეტილებას ბიზნესის და დასაქმებულების ინტერესების გათვალისწინებით მიიღებდნენ, საკოორდინაციო საბჭომ მოულოდნელი ბრძანება გამოაქვეყნა.

 

შეზღიდვების მოხსნის პირველი ეტაპი არც სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებს არ შეეხოთ. ფიტნესის დარბაზები დახურული მინიმუმ ერთი თვე იქნება. ხელისუფლება საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილია, მოსახლეობა კი მმართველ პარტიას ლოგიკას უწუნებს.

 

ადამიანებს, ვისაც გადაადგილება არც საკუთარი ავტომობილით შეუძლიათ და მათი ბიუჯეტი ვერც ტაქსით მომსახურებას წვრდება, უკიდურეს სიდუხჭირესთან ბრძოლა, კიდევ ერთი თვით მოუწევთ. მთავრობამ არც იმ დასაქმებულებზე იზრუნა, ვისაც სამუშაო ადგილი არ დაუკარგავს, მაგრამ სამსახურამდე ფიზიკურად ვერ მიდის. აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოსახლეობა გვიყვება რა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ ყოველდღიურად შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ.

 

დაუსრულებელი შეზღუდვების მეორე ტალღა, რომელსაც თავად სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები ე.წ  სრულ ლოკდაუნს არ უწოდებენ ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს. ეკონომისტი რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ  ეკონომიკური გუნდის დაუფიქრებელი ნაბიჯები დამანგრეველი აღმოჩნდა.

დღის გადაცემები