22.09.2024 | 04:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (2)

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: სიონი, მაგრანეთი, ნაქალაქარი, დორეულები, ვეძათხევა და მიმდებარე სოფლებში.

11:15-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში" ახალშენი, მჭადიჯვარი, ქვემო კოდისწყარო, ჭილურტი, ქისიაანი, წიწამურა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დღის გადაცემები