13.12.2024 | 08:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გენერალური პროკურატურა ნიკანორ მელიას დაპატიმრებას მოითხოვს [ვიდეო]

გენერალური პროკურატურა ნიკანორ მელიას დაპატიმრებას მოითხოვს. მთავარი საგამოძიებო უწყება  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. ნიკანორ მელია მთავარ საგამოძიებო უწყებაში უკვე დაიბარეს.

მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40 000 ლარი უნდა გადაიხადოს ან გირაო აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით უნდა უზრუნველყოს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა მელიათან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა. სწორედ ამის შემდეგ იმართავს უწყება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.

დღის გადაცემები