24.04.2024 | 21:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გერჰარდ შრედერი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მეგობრობის გამო, ბოდიში მოსახდელი არ აქვს

იდეა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნებას შეძლებს, უბრალოდ აბსურდია - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა გერმანულ გაზეთ Stern-ს მას შემდეგ განუცხადა, რაც გასულ კვირას მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.­

მან გერმანულ მედიას განუცხადა, რომ პუტინთან მეგობრობის გამო მას ბოდიში მოსახდელი არ აქვს.

"კარგი ამბავი ის არის, რომ კრემლს სურს მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა", - აღნიშნა ყოფილმა კანცლერმა უკრანაში ომთან დაკავშირებით.

ამასთან, შრედერმა გერმანიის მთავრობას მოუწოდა გადახედოს "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენთან დაკავშირებით პოზიციებს.

"თუ არ გსურთ გამოიყენოთ "ჩრდილოეთის ნაკადი 2, თქვენ შედეგების წინაშე დადგებით", - განუცხადა მან Stern-ს.

გარდა ამისა, ყოფილმა კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანიასა და საფრანგეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ უკრაინაში ომის დასრულებაზე.

"ამ ეტაპზე საკმარისი არ ხდება ამ ფრონტზე, ასეთია ჩემი შთაბეჭდილება. აშკარაა, რომ არაფერი მოხდება მოლაპარაკებების გარეშე", - აღნიშნა შრედერმა.

დღის გადაცემები