23.04.2024 | 04:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გია გაჩეჩილაძის სიძე ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილს "ხელით შეეხო"

გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგიშა შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტის კითხვაზე, "შეეხო თუ არა მერაბიშვილს ხელით", შარაშიძემ დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის და თუ საჭირო გახდა, დეტალების შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კითხვებს უპასუხებს.

"დაპირისპირება ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის 2 იანვარს, ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, იქიდან გამომდინარე, რომ ვანო მერაბიშვილი პირველივე წამებიდან გაიქცა. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად, რომ არ ვიმალები, არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს სამართალდამცველ ორგანოებს გავცემ," - განაცხადა გიგიშა შარაშიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო დაპირისპირება, გიგიშა შარაშიძე ასე პასუხობს: "არა მგონია, მაგრამ თუ ცოტა მაინც, იოტისოდენა ვაჟკაცობა შერჩენია, მან თვითონ თქვას სჯობს".

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის გადაცემები