13.12.2024 | 08:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გიორგი გახარია პოლიტიკაში  საკუთარი გუნდით ბრუნდება [ვიდეო]

ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ  ოპოზიციის ცარიელი სავარძლები დღეს ისევ შეივსო. "ქართული ოცნების" სახეებმა გადაწყვიტეს საკანონმდებლო მუშაობა ოპონენტების რანგში განაგრძონ.  გიორგი გახარია ხანმოკლე პაუზის შემდეგ პოლიტიკაში  საკუთარი გუნდით ბრუნდება. დღეს ექვსმა დეპუტატმა მმართველი გუნდის რიგები დატოვა.მათ თქვეს,  რომ  პასუხისმგებლობას გრძნობენ შეცდომებზე და გადაწყვეტილებაც ამ მიზნით მიიღეს. მმართველი გუნდის  რიგებიდან ახლადგამოსული კანონმდებლები დღეს ღიად საუბრობდნენ თუ როგორ უჭირს და რა სიდუხჭირეში ცხოვრობს მოსახლეობა. 

 

პასუხისმგებლობისგან თავის არიდება - ასე შეაფასებს ყოფილი პარტიელების გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებაში". თავად გიორგი გახარიას  პოლიტიკურ არჩევანს  არათანმიმდევრულად მიიჩნევენ და კოლეგებს ახსენებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათი მოხვედრა, დიდწილად, "ქართული ოცნების" მხარდაჭერით იყო განპირობებული.

 

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის გაუგებარია გახარიას თანაგუნდელებს რატომ არ ახსენდებოდათ  მოსახლეობის ეკონომიკური პრობლემები მაშინ, როდესაც ისინი მმართველ გუნდში იყვნენ.  

 

შეიქმნება თუ არა პარლამენტში ახალი ფრაქცია, რომელიც ახალი პოლიტიკური პარტიის სახელით დარეგისტრირდება და კიდევ  ვინ მოიაზრება გახარიას გუნდში, ჯერჯერიობით უცნობია. თავად პოლიტიკური პარტიის ლიდერი  პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას არ ჩქარობს და საკუთარი გუნდის დაკომპლექტებით არის დაკავებული.  რა გზავნილებით დაბრუნდება ტაიმ-აუტის შემდეგ  ყოფილი მთავრობის მეთაური, ამაზე  მნიშვნელოვნად იქნება მისი პოლიტიკური მომავალი დამოკიდებული.

დღის გადაცემები