09.05.2024 | 21:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 32.5 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, 2 პროექტის ფარგლებში, ჯამში 32.5 კმ გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურაში იწყება და ზესტაფონში სრულდება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთერთი ძირითადი ალტერნატივაა და მის გამართულ ექსპლუატაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ სატრანზიტო ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისათვის. ამასთან, ეს გზა, 3 მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან და გზის მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.

"ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, ასევე მრავლად იყო დამეწყრილი ადგილები, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ახალი წყალარინების სისტემა, გზის საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 38 746 900 ლარია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები