22.09.2024 | 04:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გორი ღვინის ფესტივალს "ღვინის დღეები საქართველოში" მასპინძლობს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გორი ყოველწლიურ ღვინის ფესტივალს "ღვინის დღეები საქართველოში" მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებიან გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

"ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, ქალაქის ცენტრში მდებარე შადრევნის სკვერში 15:00 საათიდან მიმდინარეობს.

ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი მზარეულებისა და მოწვეული შეფის მიერ მომზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება, თიხის, ცეკვის, პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლების, ჭაჭის გამოხდისა და ფელამუშის მომზადების მასტერკლასები, მარნებში ექსკურსიები, მუსიკალური პროგრამები, შოუ ღვინისა და კერძების შეხამების შესახებ - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში სტუმრებისთვის მოეწყო.

ფესტივალს კონცერტი დაასრულებს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე იმღერებენ თბილისის „ბიგ ბენდის" შემსრულებლები - მარიკო ებრალიძე, მაია ბარათაშვილი, ნესტან ჯიბლაძე, ნინო გველესიანი, თემო საჯაია, მარი პავლიაშვილი, ზაურ შავგულიძე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები