21.09.2024 | 04:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გრიგორი კარასინი: "ოფიციალურმა ერევანმა და ბაქომ რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს"

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ოფიციალურმა ერევანმა და ბაქომ რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კარასინმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის წყალობით მოხერხდა.

კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის დეესკალაციისთვის ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რადგან სომხეთმა ოფიციალურად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ).

დღის გადაცემები