19.09.2024 | 19:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დაგვიანებით გახსნილი უბნები თბილისში [ვიდეო]

 საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მასშტაბით  3743 საარჩევნო  უბანი 7 საათზე გაიხსნა. უშუალოდ ხმის მიცემა 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა გარკვეულ უბნებში, უკვე დაფიქსირდა დარღვევები და პროცესი დაგვიანებით დაიწყო. მოქალაქეები 64 მერს და  64-ი საკრებულოს, 2 068 წევრს ირჩევენ. მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც  ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.   ხმის მიცემის დაწებამ დააგვიანა  62 საუბნო  საარჩევნო კომისიაში.  ამის მიზეზი წილისყრის  პროცედურის დაგვიანება გახდა. გარდა ამისა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე   მობილიზებული  იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

დღის გადაცემები