13.12.2024 | 08:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით გარეჯის სადაო ტერიტორიის საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში გააქტიურდება [ვიდეო]

საქართველო-აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის სადაო ტერიტორიის საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში გააქტიურდება. ახლო მომავალში უნდა გაიმართოს ორი ქვეყნის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების ერთობლივი სხდომა. ამის შესახებ ცნობილი, ირაკლი რიბაშვილის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ გახდა. ახლა საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესის საგანია, რას შეცვლის მოლაპარაკების პროცესში 1938 წლით დათარიღებული რუკის ორიოგინალი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა და შეძლებს თუ არა ქართული მხარე ეროვნული პოზიციები გაიმყაროს.

 

მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებას და წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ელოდებიან დავითგარეჯში. გარეჯის სამონატრო კომპლექსის წინამძღვარი გვეუბნება რომ ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი საქართველოს ისტორიული ნაწილია.

 

საკითხზე საპატრიარქოში დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, პრემიერის ბაქოში ვიზიტის შემდეგ პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა. საქაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ივერი მელაშვილის გარეჯში ჩასვლა პროვოკაციად შეაფასა. 

 

როდესაც შეთანხმების პროცესი ისევ ღიაა, მიხეილ სააკაშვილი, რომლის პრეზიდენტობის დროსაც საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა, კიდევ ერთ სკანდალურ აღიარებას აკეთებს. სააკაშვილმა გაიმეორა, რომ მზად იყო დავით გარეჯის მიმდებარედ სტრატეგიული სიამღლეები აზებაიჯანითვის დაეთმო.

დღის გადაცემები