13.12.2024 | 08:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით გარეჯის საქმეზე სააკაშვილის გუნდი ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აგრძელებს [ვიდეო]

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძლედება.  მთავარ საგამოძიებო უწყებაში დღეს მიხეილ სააკაშვილი გუნდის წევრი, ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი გამოკითხეს.

დავით დარჩიაშვილს დღეს პრკურატურაში განმარტებების მიცემა 9 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო მოუწია. ორი მოწვევის პარლამენტის წევრი მთავარ საგამოძიებო უწყებაში დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხეს. დარჩიაშვილმა მედიასთან წლების წინ ნათქვამი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა და აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, გაკეთებული განცხადების გამო, პასუხს ვეს მოსთხოვენ.

საქმე ეხება 2012 წელს პარლამენტში გამართულ დებატებს. მეშვიდე მოწვევის პარლამენტში „ქართული დასის“ ლიდერმა სახელმწიფო ღალატის მოტივით, პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის იმპიჩმენტი მოითხოვა. თანაპარტიელი პრეზიდენტის დაცვა კი დავით დარჩიაშვილმა სცადა. ჯონდი ბაღათრია დღესაც დარწმუნებულია, რომ  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაკარგვის საფრთხის გამო პასუხი სააკაშილთან ერთად, მისმა გუნდმაც უნდა აგოს.

სახელმწიფო საზღვრების დამდგენი კომისიის საქმიანობის დარღვევებზე საუბრობდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, გია გვაზავა. ყოფილი დეპუტატი,  რომელმაც 1997 წლიდან 2004 წლამდე პარლამენტის დაცული ტერიტორიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის რანგში, საქართველოს საზღვრები ფეხდაფეხ მოიარა, ამბობს რომ თითქმის ყველა მონაკვეთზე დემარკაცია მოშლილი იყო. გვაზავა ყვება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ორმა წევრმა მას ქართული მიწის გასხვისების  გეგმაზომიერ პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა, რაც პარლამენტიდან გაახმოვანა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. გვზავა დარწმუნებულია, რომ ქართული მხარის აქტიური მუშაობის შემთხვევაში, აზერბაიჯანთან საზღვარი საქართველოს ინტერესების შესაბამისად შეთანხმდება.

მამუკა გიორგაძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც აზერბაიჯანთან სადაო ბერთუბანთან ერთად, ჩიჩხიტურის მონასტერი და უდაბნოც გახდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გარეჯის საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. გიორგაძე ფიქრობს, რომ შედეგი, რომელიც დღეს ისტორიულ საქართველოსთან დაკავშირებით დადგა, სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში არასახელმწიფოებრივი შეთანხმების შედეგია. პარლამენტის ყოფილი წევრის შეფასებით, სადემარკაციო კომისიის მიდგომა საზღვრის დადგენის პროცესში თავიდანვე არასწორი იყო და საქართველოს 1921 წლამდელი საზღვრის აღდგენა უნდა მოეთხოვა.

დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, - ასე ფიქრობს შირვან ალიევი. ეროვნებით აზერბაიჯანელი ისტორიკოსი ამბობს, რომ საკითხი სადაო არ არის და ჯერ კდევ მე-6 საუკუნიდან კომპლექსი საქართველოს შემადენლობაში ფიქსირდება.

დღის გადაცემები