26.04.2024 | 17:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საქართველოს ჩარევა ჩვენი ქვეყნის დაღუპვა იქნება. საქართველომ ეკონომიკაზე უნდა იფიქროს და არა ომში ჩარევაზე"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. "საბჭოთა კავშირი და ამერიკა ერთმანეთის უდიდესი კონკურენტები იყვნენ. საბჭოთა კავშირს ჰქონდა პრეტენზია, რომ პირველი ეკონომიკა გახდებოდა, მაგრამ ვერ გახდა - დაიშალა. რუსეთი უმალ 36-ე ეკონომიკად იქცა. გავიდა წლები, რუსეთი გადაიქცა მეათე ეკონომიკად, მეცხრედ, ბოლო მონაცემებით კი, დღეს იგი უკვე მეექვსე ეკონომიკაა. სად არის მისი დასუსტება? მე ვერ ვხედავ ვერავითარ რუსეთის დასუსტებას. ეს არის ყველაფერი ლაყბობა. მეორე, სად არის უკრაინის წარმატება? უკრაინა არა მარტო არაა წარმატებული, ტერიტორიას ტერიტორიაზე კარგავს, ქალაქი ქალაქზე ეცემა და უკრაინა ქრება როგორც სახელმწიფო. მესამე, მაგალითად, ჩინეთი უდაოდ რუსეთს უჭერს მხარს, მაგრამ ისევე, როგორც ევროპა, უკვე ისიც ცდილობს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება შედგეს, რათა უკრაინა მთლიანად არ გაქრეს. მაგრამ "ომის პარტია" არ აძლევს უკრაინას საშუალებას. ალბათ, ახლა ასე უბრალოდ უკრაინა ამ ომიდან ვეღარც გამოვა, რადგან შეუძლებელია ამდენი ტერიტორიების დაცვა. რა დამოუკიდებლობისთვის უნდა იბრძოლოს უკრაინამ, გაუგებარია. მეტიც, იგი ქრება რუკიდან. საღად მოაზროვნე ქვეყნები: გერმანია იქნება, საფრანგეთი თუ ჩინეთი - ცდილობენ, რომ რაღაც შენარჩუნდეს და მოლაპარაკებები შედგეს. მე ეს ყველაფერი ახლა შეუძლებლად მეჩვენება. არ მესმის, როგორ შედგება მოლაპარაკება და უკრაინამ როგორ უნდა დათმოს თავისი ნახევარი ტერიტორია. ასე რომ, აქ არაფერი გამოსავალი არ არის. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საქართველოს ჩარევა ჩვენი ქვეყნის დაღუპვა იქნება. საქართველომ ეკონომიკაზე უნდა იფიქროს და არა ომში ჩარევაზე", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები