ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. "რუსეთთან საერთო ენის მოძებნა რას ნიშნავს? დღეს ბენზინი ღირს 1.40$. რუსეთთან საერთო ენა ნიშნავს იმას, რომ ბენზინი 70 ცენტი ეღირება და გაზის ფასიც შემცირდება. ჩვენი მანდარინი, ფორთოხალი, სოფლის მეურნეობის ნებისმიერი პროდუქცია, ღვინო თუ რაც არ უნდა იყოს - ერთადერთი ბაზარი, რომელზეც ეს ყველაფერი სერიოზულად მოთხოვნადია, რუსული ბაზარია. არა მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეა საუბარი, არამედ საერთოდ ყველაფერზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია: გინდა ბუნებრივ რესურსებზე იყოს საუბარი, გინდა ჩვენს ნაწარმოებ პროდუქტზე, სამრეწველო პროდუქციაზე - ერთადერთი ბაზარი, რომელზეც ეს მოთხოვნადია, არის რუსეთის ბაზარი. ჩვენ საერთო ენა უნდა მოვძებნოთ და, რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზარზე შეიძლება მუშაობა. მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენს საკუთარ თავს ჩვენ თვითონვე ვუწესებთ სანქციებს. ახლა საერთოდ ახალი სფერო გაჩნდა, რასაც პარალელური იმპორტი ჰქვია. ამით შეგვიძლია ვისარგებლოთ და ძალიან დიდ ფულზეა საუბარი, მილიარდებზე. მაგრამ ჩვენ არ ვსარგებლობთ და ჩვენს თავს რაღაც ალყაში ვაქცევთ. რად გვინდა ეს? საქართველოს აქვს შანსი და უნდა ისწრაფვოდეს, რომ გახდეს კავკასიის რეგიონის შვეიცარია. ეს უნდა იყოს ჩვენი მიდგომა. ამისთვის თანამშრომლობა ყველა მხარესთანაა საჭირო და რუსეთთან საერთო ენა უნდა მოიძებნოს", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "საქართველოს აქვს შანსი და უნდა ისწრაფვოდეს, რომ გახდეს კავკასიის რეგიონის შვეიცარია. ეს უნდა იყოს ჩვენი მიდგომა. ამისთვის თანამშრომლობა ყველა მხარესთანაა საჭირო და რუსეთთან საერთო ენა უნდა მოიძებნოს"
მსგავსი
დღის გადაცემები