13.12.2024 | 09:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით მაღრაძე: "ვისაც აქვს საშუალება, იმას დაემუქრებიან დასანქცირებით, მაგრამ ეს გადავა აბსურდის თეატრში, იმიტომ, რომ მერე საქართველოს ხელისუფლებაც ხომ ვიღაცას დაასანქცირებს, ვთქვათ არესტოვიჩს"

როდესაც ასეთი ცდუნების წინაშე დგება ადამიანი, რომ მე ვისაც მინდა დავასანქცირებ, ვისაც არ მინდა, არ დავასანქცირებ, ვთქვათ აბრამოვიჩს მოვუხსნი სანქციებს, ეს იქნება გამოძალვის წყარო, ახალი ტიპის ინკვიზიცია თავის ინდულგენციებით. გადამიხდი - არ დაგასანქცირებ, არ გადამიხდი - დაგასანქცირებ - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

"ეს გადავა აბსურდის თეატრში, იმიტომ, რომ მერე საქართველოს ხელისუფლებაც ხომ ვიღაცას დაასანქცირებს, ვთქვათ არესტოვიჩს, მერე ვიღაცას აზერბაიჯანში დაასანქცირებენ, მერე აზერბაიჯანი დაასანქცირებს ამათ და ბოლოს იქნება დიდი აბსურდის თეატრი, ოღონდ მანამდე იქნება ცოტა ხნიანი, თითქოს ერთი შეხედვით საფრთხეები, რომელიც აუცილებლად აბსურდის თეატრში გადავა. შუა საუკუნეების ინკვიზიცია თავის ინდულგენციით გადათარგმნო 21-ე საუკუნის ენაზე და უფლება მისცე ადამიანებს პირდაპირ გამოძალვის, ასე ვერ გაგრძელდება. მეორე - რა აძლევს ამის უფლებას, თუ ვთქვათ ის იძლევა დასანქცირების უფლებას, რომ რუსეთთან კონფლიქტი აქვს, ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას, ხალხს არ ვეხები, ნებისმიერი მოსახლეობის მხარეს ვიქნებოდი, სადაც შეიჭრებოდა რუსი თუ ნებისმიერი სხვა, მაგრამ ხელისუფლებას - ეს ლოგიკაც სუსტია და ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. რუსეთი თუ დაამარცხა, მე ვისგან გამათავისუფლებს? ამხელა რუსეთს თუ წააქცევს, რომელიც მხარს უჭერს ამ ხელისუფლებას, ხალხი თვითონ გათავისუფლდება, მაგრამ აქ თავისი პატარა ყვარყვარეს მზაკვრობაც უდევს , ყვარყვარე რომ მიადგა ტრაპიზონს უზარმაზარი ლაშქრით, ცოტა მაგას ჰგავს მისი ტრაბახი, მაგრამ არ მგონია, როდისმე მილიონიანი არმია ვინმემ არესტოვიჩს ჩააბაროს.

არესტოვიჩზე ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, ეს კაცი ისეთ ხიბლში და ამპარტავნებაშია, არ გამიკვირდება, ან ქრისტედ გამოაცხადოს თავი, ან ანტიქრისტედ. არ მგონია, ამ ორში განსხვავებას ხედავდეს, ისეთ ხიბლშია, რომ ორივე მიმართულება ერთნაირად მისაღები იქნება მისთვის" - განაცხადა დავით მაღრაძემ.

დღის გადაცემები