13.12.2024 | 08:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით მაღრაძე: "იმდენად ენატრებათ ერთხელ ნაგემი ხელისუფლება, მზად არიან, რომ ომი იყოს, დაიბომბოს, ყველაფერი განადგურდეს. თუ ეს შეუწყობს ხელს, რომ ნანგრევებზე მაინც ხელისუფლებაში მოვიდენ, ამაზეც თანახმა არიან"

ეს ჩვენთვის არ არის ომი და მშვიდობა, ყოფნა-არყოფნაა ჩვენთვის. მშვიდობა ისეთი რამ არის, რომ ამის არ მოწონება, მიუღებლობა, ამის საყვედურის თემად ქცევა ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართ, არის ის, რომ ფსკერიც გახვრიტო და იმის იქით ჩახვიდე, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განიზრახეს, რომ მშვიდობა სალანძღავ და შეურაცხმყოფელ სიტყვად აქციონ.

"ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ სოლიდარულები ვიყოთ უკრაინის მიმართ. ახლა უკრაინაც ეცადოს, რომ სოლიდარული იყოს ჩვენ მიმართ. ეს ცალმხრივად არ ხდება. მეგობრობა ორმხრივია. ზოგადად განიზრახეს, რომ მშვიდობა სალანძღავ და შეურაცხმყოფელ სიტყვად აქციონ. საზოგადოების ერთი ნაწილი ისეთი კატეგორიაა, თუ ხელისუფლებაში არ არის, ფიქრობს, დაქცეულა კიდეც საქართველოო. იმდენად ენატრებათ ის ერთხელ ნაგემი ხელისუფლება, მზად არიან იმისთვისაც, რომ ომი იყოს, დაიბომბოს, ყველაფერი განადგურდეს, თუ შეუწყობს ხელს, რომ ნანგრევებზე მაინც ხელისუფლებაში მოვიდენ, ამაზეც თანახმა არიან" - განაცხადა დავით მაღრაძემ.

დღის გადაცემები