13.12.2024 | 02:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით ქართველიშვილი: "დადასტურებული ინფორმაციით, ზელენსკის განსაკუთრებული და მძიმე შეკითხვები აქვს ზურაბ ადეიშვილთან, აინტერესებს მისი კონტაქტები რუსულ სპეცსამსახურებთან და თემურ ალასანიასთან"

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის "განსაკუთრებული და მძიმე შეკითხვები აქვს ზურაბ ადეიშვილთან". ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მას აინტერესებს ადეიშვილის კონტაქტები რუსულ სპეცსამსახურებთან.

"არანაირი "პარანოია" უკრაინის პრეზიდენტს არ სჭირდა, როდესაც ერთი მეორის მიყოლებით გაათავისუფლა თანამდებობებიდან უშიშროების სამსახურის უფროსი ივანე ბაკანოვი და ქვეყნის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა. უშიშროების შეფი მოხსნილია კონკრეტული ფორმულირებით: "სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადო შესრულება, რასაც მოჰყვა ადამიანური მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგი ან შეუქმნა წინაპირობა ამ მძიმე შედეგების დადგომას".

არანაკლებად სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომები დაუდეს ბრალად გენერალურ პროკურორს. გარდა ამისა, დადასტურებული ინფორმაციით, ზელენსკის განსაკუთრებული და მძიმე შეკითხვები აქვს ირინა ვენედიქტოვას თანაშემწე ზურაბ ადეიშვილთან, კერძოდ აინტერესებს მისი კონტაქტები რუსულ სპეცსამსახურებთან და სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის მიმართ რუსეთის სპეცსამსახურებთან სავარაუდო კავშირების შესახებ აშშ-ს კონგრესში წამოწეული შეკითხვების შემდეგ, ეს არის ანალოგიური ეჭვების კიდევ ერთი ფაქტი, ამჟამად ზურაბ ადეიშვილთან მიმართებაში. ძალიან საინტერესო პროცესები იწყება და ალბათ, მალე ადეიშვილი უკრაინაში ვეღარ გაექცევა საკუთარ "საქციელს"- წერს ქართველიშვილი.

დღის გადაცემები