21.09.2024 | 13:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით ჭიჭინაძე: "მარტო ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს 100 ათასი მოქალაქე გაიქცა ქვეყნიდან - მივიღეთ გაღატაკებული, გამათხოვრებული, დაცლილი სახელმწიფო, სადაც ყველაფერი განიავებულია"

მარტო ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს 100 ათასი მოქალაქე გაიქცა ქვეყნიდან; 20 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა; ძალიან იკლო შობადობამ - სამაგიეროდ გვყავს იდიოტი მინისტრები, რომლებიც არავის პატიობენ ოდნავ აზროვნებასაც კი,- ამის შესახებ "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, ცივილიზებული სახელმწიფოს გახდომის პერსპექტივა აღარ არსებობს.

"მარტო ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს 100 ათასი მოქალაქე გაიქცა ქვეყნიდან; 20 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა; ძალიან იკლო შობადობამ;

სამაგიეროდ გვყავს იდიოტი მინისტრები, რომლებიც არავის პატიობენ ოდნავ აზროვნებასაც კი და დარიგებული მილიარდები ჩინოვნიკების ხელფასებში...

ანუ, 30 წლის თავზე მივიღეთ გაღატაკებული, გამათხოვრებული, დაცლილი სახელმწიფო, სადაც ყველაფერი განიავებულია. ესენი კიდევ "გვაბოლებენ", რომ თურმე ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავენ და რომ ქვეყანას თურმე ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა აქვს.

სინამდვილეში იმდენად მოჩვენებით სამყაროში ვართ, ცივილიზებული სახელმწიფოს გახდომის პერსპექტივაც აღარ არსებობს. ამის საშუალებას მარტო ის სიდუხჭირე და სიღატაკე არ მოგვცემს, რაც დღეს საქართველოშია",- აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძის კომენტარს "ტრიბუნას" პრესსამსახური ავრცელებს.

დღის გადაცემები